ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2016 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 1775.4 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივად მიღებულია 1670.5 ათასი ლარი;

ხარჯების ნაწილში 2084,6 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივად გაწეულია 1825,0 ათასი ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაწეული ხარჯის 49,9 პროცენტი – 910,3 ათასი ლარი – სუბსიდირებას მოხმარდა.
შრომის ანაზღაურებაზე გაიხარჯა 407 ათასი ლარი (22,3 %);
შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე – 30,4 ათასი ლარი (1,7 %);
მივლინების ხარჯები – 2,8 ათასი ლარი (0,1 %);
საოფისე ხარჯები – 42,7 ათასი ლარი (2,3 %);
წარმომადგენლობითი ხარჯები – 4,0 ათასი ლარი (0,2%);
სატრანსპორტო ხარჯები – 24,6 ათასი ლარი (1,3 %);
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება – 41,2 ათასი ლარი (2,2 %);
გრანტებზე – 48,0 ათასი ლარი (2,6 %);
სოციალურ უზრუნველყოფაზე – 111,2 ათასი ლარი (6,1 %);
სხვა ხარჯებზე – 21,3 ათასი ლარი (1,2 %);
არაფინანსური აქტივების ზრდა – 169,9 ათასი ლარი (9,3 %);
ვალდებულებების კლება – 9,9 ათასი ლარი (0,5 %).

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯები 2016 წლის პირველ კვარტალში განსაზღვრული იყო 138,3 ათასი ლარი. ფაქტობრივად გახარჯულია 131,9 ათასი ლარი, ანუ დაფინანსებულია 95,4 პროცენტით.
2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საკრებულოს ხარჯები შემცირებულია 3,4 ათასი ლარით.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯები დაგეგმილი 472,5 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 452,2 ათასი ლარი, ანუ 95,7 პროცენტით.
2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მუნიციპალიტეტის გამგეობის შესანახი ხარჯები გაზრდილია 129,2 ათასი ლარით. ამის ძირითად მიზეზად გამგეობა შრომის ანაზღაურების ზრდას ასახელებს, კონკურსების შედეგად ვაკანსიებზე ახალი თანამშრომლების აყვანის გამო.

2016 წლის პირველ კვარტალში მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა არ გაცემულა.

თავდაცვის ხარჯების დასაფინასებლად დაგეგმილი 25,1 ათასი ლარიდან დახარჯულია 24,6  ათასი ლარი.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია დაგეგმილი 443,6 ათასი ლარიდან დაფინანსებულია 345,9 ათასი ლარით.

განათლებაზე 312,5 ათასი ლარიდან დახარჯულია 281,2 ათასი ლარი და დაფინანსებულია 89,9 პროცენტით;
სკოლამდელი განათლების სუბსიდირებაზე დაგეგმილი 242,3 ათასი ლარიდან დახარჯულია 227,1 ათასი ლარი,
სკოლა-ინტერნატის სუბსიდირებაზე – 24,5 ათასი ლარი,
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სუბსიდირებაზე – 25,2 ათასი ლარი;
საბავშვო ბაღების მშენებლობის საპროექტო სამუშაოების დაფინანსებაზე – 3,5 ათასი ლარი.

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ხარჯები დაგეგმილი 469,8 ათასი ლარიდან დახარჯულია 411,3 ათასი ლარი და დაფინანსებულია 87,5 პროცენტით;

აქედან სპორტის განვითარებაზე 189,0 ათასი ლარიდან დახარჯულია 185,5 ათასი ლარი;
მათ შორის სპორტული ღონისძიებები – 0,5 ათასი ლარი,
სპორტული სკოლის სუბსიდირება – 54,0 ათასი ლარი,
ტურიზმის ცენტრი – 25,5 ათასი ლარი,
საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა – 2009“ – 105,5 ათასი ლარი.

კულტურის განვითარებაზე დაგეგმილი 201,7 ათასი ლარიდან დახარჯულია 184,5 ათასი ლარი და დაფინანსებულია 91,4 პროცენტით, აქედან:
სამუსიკო სკოლა22,1 ათასი ლარი,
ხალხური შემოქმედების სახლი – 16,1 ათასი ლარი,
კულტურის ცენტრი – 68,0 ათასი ლარი,
ცენტრალური ბიბლიოთეკა – 45,4 ათასი ლარი,
ისტორიული მუზეუმი – 21,6 ათასი ლარი,
რ. თაბუკაშვილის სახ. ლიტ. თეატრი – 11,3  ათასი ლარი,
ა(ა)იპ ჩართულობის ცენტრი – 15,6 ათასი ლარი,
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაზე – 0,7 ათასი ლარი,
რელიგიის დაფინანსება (სასულიერო გიმნაზიის დასახმარებლად) – 25,0 ათასი ლარი.

ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე პირველ კვარტალში დაგეგმილი 216,3 ათასი ლარიდან ათვისებულია 177,9 ათასი ლარი, აქედან

საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დახარჯულია 25,9 ათასი ლარი.

სოციალურ პროგრამებზე დაგეგმილი 191,2 ათასი ლარიდან 152,0 ათასი ლარი, აქედან
უფასო სასადილოს სუბსიდირებაზე  დახარჯულია 22,8 ათასი ლარი,
სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ერთჯერადი დახმარებები – 94,8 ათასი ლარი,
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებაზე – 8,0 ათასი ლარი,
ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯებზე – 0,3 ათასი ლარი,
მძიმე საცხოვრებელი პირობების უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის – 26,1 ათასი ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების შედეგებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარადგენს.

საკრებულო ბიუჯეტის შესრულების შედეგებს 3 მაისს გაინიხილავს.