

ხარაგაულში მოსახლეობის უმრავლესობა მიწას ისევ ხარებით ან მოტობლოკით ამუშავებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ბონდო კიკნაველიძის ინფორმაციით, ხარაგაულში მოსახლეობაზე გაცემული 8 116 ხვნის ბარათიდან უკან 6 776 ბარათი დაუბრუნდათ.
ხვნის ბარათების მფლობელი მოსახლეობის მიწებს შპს „მექანიზატორი“ ამუშავებს.
„დღეის მდგომარეობით ცხრა ტრაქტორიდან გამართულ მდგომარეობაშია ხუთი, – ამბობს ზესტაფონის შპს „მექანიზატორის“ მენეჯერი ოლეგი კაციტაძე, – დახვნა მარტის პირველი რიცხვებიდან დავიწყეთ. შემდეგ ამინდებმა და ტექნიკის სიმცირემ შეგვიშალა ხელი. დღეის მდგომარეობით ხარაგაულში შპს „მექანიზატორის“ მიერ დახნულია 120 ჰა მიწის ფართობი. დამპირდა შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი, რომ საჭიროების შემთხვევაში 15 ტრაქტორს მოგვაშველებს. ხვნის ბარათის მფლობელ ყველა ოჯახს დავუხნავთ მიწას და ჩავეტევით აგროვადებში.“
ოლეგი კაციტაძის ინფორმაციით, მიწის დახვნის სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს კიცხში. სრულად დაიხნა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,