

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოსა და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში ვაჟებსა და გოგონებს შორის.
სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროგრამების მენეჯერ ვეფხვია ღონღაძის ინფორმაციით, ჩოგბურთში ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ მაჭავარიანი (ლაშე), ლანა ღონღაძე (ბორი).
მკლავჭიდში ვაჟებს შორის ჩემპიონები გახდნენ რამაზ კალანდაძე (45 კგ. ბაზალეთი), გიორგი გოგოლაძე (50 კგ. ხარაგაულის #3 სკოლა), ჰამლეტ სახვაძე (55 კგ. უბისა), შოთა თაბაგარი (60 კგ. ხარაგაულის #2 სკოლა), სანდრო დალალიშვილი (65 კგ. ზვარე), ევსემი შველიძე (70 კგ. ხარაგაულის #2 სკოლა), დავით ბუხნიკაშვილი (80 კგ. ხარაგაულის #2 სკოლა), დავით კაკოიშვილი (+80 კგ. ხარაგაულის #2 სკოლა);
გოგონებს შორის ჩემპიონები გახდნენ მარიამ მაქაძე (50 კგ. ბაზალეთი), თეონა მაღრაძე (60 კგ. ლეღვანი), მელანო ფანცულაია (80 კგ. ლეღვანი).
დღეს, 15 აპრილს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ტარდება ხარაგაულის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოსწავლეთა შორის.
19 აპრილს დაგეგმილია დასავლეთ საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში 2001-2002 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის.
22, 23, 24 აპრილს გაიმართება იმერეთის ჩემპიონატი კალათბურთში მოსწავლე გოგონათა შორის.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი