როგორ ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელი სპეციალობის დაუფლება სურთ და რა მოლოდინები აქვთ, – ამ შეკითხვებით ხარაგაულელ აბიტურიენტებს მივმართეთ.
ხარაგაულის გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლე თამარ სხილაძეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ ფაკულტეტს აირჩევს. ბავშვობიდან ოცნებობს მსახიობობაზე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თორნიკე კურტანიძე. სამედიცინო უნივერსიტეტი აირჩია ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნინო მაღრაძემ, რადგან საკუთარი თავი სხვა პროფესიაში ვერ წარმოუდგენია.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აირჩია ხარაგაულის გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლე ზურაბ აბაშიძემ. ის თვლის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ეს პროფესია მაღალანაზღაურებადი და საინტერესოა.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ აბიტურიენტებს.
თამთა გოგოლაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების