

როგორ ცხოვრობენ ხარაგაულელები, რა და როგორ შეიცვალა მათთვის ბოლო წლების განმავლობაში, – ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
ინდმეწარმე ხვიჩა ბანცაძის აზრით, წინა წლებთან შედარებით, დღეს მეტ გაჭირვებაშია ხალხი.
ცხოვრების დონე არც საკრებულოს წევრ გოგი ლაცაბიძის, ჟურნალისტ ლაშა გოგოლაძისა და პენსიონერ მანანა ავალიშვილის აზრით, გაუმჯობესებულა.
მუნიციპალიტეტის დახმარების მოლოდინშია პენსიონერი ზოია ჩადუნელი. ქალბატონი ზოიას თქმით, მისი სახლის ერთი კედელი დანგრეულია.
ხუთი შვილის დედა მერი ჭიპაშვილი ბედს არ ემდურის და ფიქრობს, რომ მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა იყოს.
„რაც წლები გადის, უფრო და უფრო გვიჭირს ფინანსურად, რადგან ყველაფერი გაძვირდა,“ – ამბობს ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი ინგა ვეფხვაძე.
ადამიანის ცხოვრების დონე მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, – მიაჩნია მეფუტკრე ლაშა გურგენიძეს.
-ბოლო წლებში ჩემთვის რა შეიცვალა? – საპენსიო ასაკის გავხდი და ჩემს შემოსავალს პენსია დაემატა, – სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა, – ამბობს ინდმეწარმე ლილი მაღლაფერიძე.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი