ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები) ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა 15 ივლისს ბულგარეთის ქალაქ ნესებრში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე მიიწვია.
„კონკურსში 15 ქვეყნის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ, რომლებმაც სხვადასხვა დროს თავიანთ ქვეყანაში გაიმარჯვეს ფესტივალ-კონკურსებში. გვჯერა, რომ ანსამბლი „უბისი“ ფესტივალზე წარმატებით წარადგენს საქართველოს და ქართულ ფოლკლორს, – ნათქვამია ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ ზაზა მჟავანაძის წერილში, რომელიც მან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს გამოუგზავნა.
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართავს თხოვნით, რომ ხელი შეუწყოს კონკურსში ანსამბლ „უბისის“ მონაწილეობას.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი