

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა წიფის, ზვარის, ჩრდილისა და ნადაბურისთვის მაღალმთიანის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა.
„იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან გაიგზავნა ჩვენი შუამდგომლობა, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით დევდარიანი, – ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილისგან მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენგან გაგზავნილი დოკუმენტები მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს წარუდგინეს.“
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივნის, ოთარ კონჯარიას თქმით, საბჭოში წარდგენილია 400-ზე მეტი შუამდგომლობა სხვადასხვა დასახლებებისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„ამჟამად განვიხილავთ წარმოდგენილ შუამდგომლობებს. მიმდინარეობს ინფორმაციებისა და მონაცემების გადამოწმება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ აღნიშნული დასახლებები მთის განვითარების ეროვნული საბჭოსგან დადგენილ კრიტერიუმებს, – ამბობს ოთარ კონჯარია, – საბჭო, უახლოეს სხდომაზე, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება, იმსჯელებს ამ დასახლებებისთვის სტატუსის მინიჭებაზე.“
შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან მაღალმთიანის სტატუსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელს – ნუნისს, პატარა სახვლარს, გოლისს, გოლათუბანს, გუდათუბანსა და ფონას მიენიჭა.
ნინო კაპანაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების