

21 ივლისიდან „საქართველოს რკინიგზა“, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება.
პირველი გზამკვლევი თბილისი-ზუგდიდის მატარებელში ისტორიკოსი გიორგი კალანდია იქნება. ის მგზავრებს სამეგრელოს ახალი ისტორიული ადგილების შესახებ მოუყვება. გიდის მიერ მოთხრობილ ამბებზე საინფორმაციო ვიდეორგოლი მომზადდება.
„საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინა ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ეს პროექტი გაგრძელდება და მგზავრებს გიდობას სხვა პიროვნებებიც გაუწევენ.
ლიკა ხიჯაკაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან