

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 609 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 199 ფაქტი დადასტურდა იმერეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან მოპოვებული ინფორმაციით, უშუალოდ ხარაგაულში, ამ დროისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 42 შემთხვევაა აღრიცხული.
უწყების ცნობით, მონიტორინგის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
თამარ ჩხიკვაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან