

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია, „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ ხორციელდება.
ეს პროგრამა 2022 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა და მოქალაქეებისგან წარდგენილი იდეების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას გულისხმობს.
2022-2025 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამით 30 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
2026 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარია. თითოეული პროექტის ღირებულება 30 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. წელს დაინტერესებულმა მოქალაქეებმა 26 საპროექტო წინადადება წარადგინეს. მათგან 15 პროექტი შეარჩია ხარაგაულის მერიაში შექმნილმა კომისიამ, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად რეალურია წარდგენილი იდეები.
7 სექტემბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში მეორე ეტაპზე გადასული პროექტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემა ვებგვერდზე kharagauli-vote.rerodev.com – ერთ პირს შეუძლია, ხმა სამ პროექტს მისცეს.
გთავაზობთ II ეტაპზე გადასული პროექტების ჩამონათვალს:
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,