

დღეიდან, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა) ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დადგენილება 10 აგვისტოს გამოსცა.
სტაჟირებაზე განაცხადი მსურველმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე უნდა წარადგინოს.
დადგენილების მიხედვით, სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირებების გავლა შესაძლებელია შემდეგ სამსახურებში:
დღეიდან, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურული, […]
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, 14 სექტემბრის ჩათვლით, პირველკლასელთა
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობს,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის