

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, ჩაიკეტება 2026 წლის 15 აგვისტოს 09:00 სთ-დან 4 სექტემბრის ჩათვლით.
ჩხერიმელას ხეობის (მოლითის, ზვარეს, ვახანის, ლეღვანის, წიფის თემების სოფლებამდე) ავტოტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ ხევი-ვერტყვიჭალა-ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზით იქნება შესაძლებელი.
ამ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 26 კმ – 50 კმ მონაკვეთის (II სექცია – მოლითი-ფონა-ჩუმათერლეთი) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, ამ საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დილის 09:00 სთ-დან 4 სექტემბრის ჩათვლით.
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,