

დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, 14 სექტემბრის ჩათვლით, პირველკლასელთა ფორმების რეალიზაცია დაიწყო.
ხარაგაულში სარეალიზაციო პუნქტი მეორე საჯარო სკოლის შენობაშია გახსნილი.
ვაჟებისთვის სასკოლო ფორმის კომპლექტში შედის – პიჯაკი და ორი შარვალი, გოგონებისთვის – პიჯაკი, ერთი შარვალი და ერთი ქვედაბოლო. ერთი კომპლექტის ფასი 95 ლარია.
განათლების სამინისტრომ I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო გახადა. სამინისტრომ 1 800 000-ზე მეტი ფორმა ჩინეთში შეუკვეთა, რაც ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი დაჯდა.
II-IV კლასების მოსწავლეთა მშობლებს სასკოლო ფორმების ჩინეთიდან ჩამოტანას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ჰპირდებიან, ხოლო V-VI კლასების მოსწავლეთა მშობლებს – ნოემბრის დასაწყისში.
ამ სასკოლო ფორმების ხარისხს სოციალურ ქსელში არაერთი კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი წერს, რომ ფორმები უხარისხოა და მის შეძენას არ აპირებენ.
აღნიშნულის პასუხად, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა: „მათ [მშობლებს] შეუძლიათ ფორმა გამოიწერონ ან შეაკერინონ იმ დიზაინის, ნაჭრის და კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ნორმატიული აქტითაა დადგენილი“.
სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
მშობელს შეუძლია ერთი პირადობით შეიძინოს 2 წყვილი ფორმა. მათ, ვისაც უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოსგან ფორმა, მეორეს სურვილის შემთხვევაში, ფული უნდა გადაიხადოს.
ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარიც მშობელმა სარეალიზაციო პუნქტში უნდა წარადგინოს. გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.
ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას გვსურდა, მშობლების ინფორმირების მიზნით, პირველკლასელებისთვის ფორმების შეძენის პროცესს ადგილზე გავცნობოდით და ფოტოები გადაგვეღო. თუმცა, სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტში შესვლის შესაძლებობა არ მოგვეცა.
რატომ არ მოგვეცა ჟურნალისტებს სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტში შესვლის შესაძლებლობა, – ამ შეკითხვით ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მარინე ვეფხვაძეს მივმართეთ.
„სასკოლო ფორმების შეძენის დროს ფოტოების გადაღება არ შეიძლება, რადგან ვინმემ თავი უხერხულად არ იგრძნოს და კადრში ისეთი პიროვნება არ მოხვდეს, ვისაც ფოტოს გადაღება არ უნდა. გარეთ, სკოლის ეზოში, თავისუფლად შეგიძლიათ გადაიღოთ ფორმაც, მოსწავლეც და მშობელიც, ჩაწეროთ ინტერვიუ“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია არასდროს იღებს და აქვეყნებს ფოტოებს იმ პირების თანხმობის გარეშე, რომლებთანაც ინტერვიუს ჩაწერა, ვიდეო ან ფოტო გადაღება გვსურს.
პირველკლასელის მშობელი ნინო ჩაჩანიძე ამბობს, რომ სასკოლო ფორმა არც ისე უხარისხოა, როგორც ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. ის ვარაუდობს, რომ შვილისთვის მეორე კომპლექტის შეძენაც მოუწევს. ნინო მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა აუცილებელია.
მაია ლეჟავამ პირველკლასელი შვილისთვის ფორმა უსასყიდლოდ მიიღო, რადგან მათი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მაია თვლის, რომ სკოლის მოსწავლემ ფორმა უნდა ატაროს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 25 საჯარო სკოლაში წელს 115 პირველკლასელს ელოდებიან.
დღეიდან, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში,
დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, 14 სექტემბრის ჩათვლით, პირველკლასელთა ფორმების რეალიზაცია დაიწყო. ხარაგაულში სარეალიზაციო პუნქტი მეორე საჯარო სკოლის შენობაშია გახსნილი. ვაჟებისთვის სასკოლო ფორმის […]
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობს,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის