

ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს საგარეო […]
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან