

ეს დღე ჯანმრთელობისა და ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ალერგიული დაავადებების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და ეფექტიანი მართვის მნიშვნელობის შესახებ.
დღეისათვის ალერგია დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აღენიშნება. სპეციალისტები აღნიშნულ ტენდენციას უკავშირებენ ეკოლოგიურ ცვლილებებს, ცხოვრების თანამედროვე წესს, გარემოს დაბინძურებასა და სხვადასხვა გარემო და ქიმიური ფაქტორის ზემოქმედებას.
ალერგია წარმოადგენს იმუნური სისტემის სპეციფიკურ რეაქციას ალერგენებზე.
ძირითადი ალერგენებია:
მცენარეთა მტვერი
მტვრის ტკიპები
გარკვეული საკვები პროდუქტები
ცხოველების ბეწვი
მედიკამენტები
მწერების ნაკბენი
მსოფლიოში ალერგიული დაავადებების, მათ შორის ალერგიული რინიტის, ასთმის, ატოპიური დერმატიტისა და კვებითი ალერგიის გავრცელება მუდმივად იზრდება.
ალერგიის ძირითადი სიმპტომებია: ქრონიკული სურდო (ალერგიული რინიტი), ასთმური სიმპტომები, კანზე გამონაყარი (ატოპიური დერმატიტი) და მძიმე ალერგიული რეაქცია- ანაფილაქსია.
ალერგიის ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, დროული დიაგნოსტიკა, რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა და ალერგოლოგთან ან შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა
გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ძვირფასო მკითხველებო! გთხოვთ, ყურადღებით
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლა-პანსიონის ბაზაზე,