

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ.
შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისათვის მონაწილე მხარეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია.
„ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო/მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად, კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ.
პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა,“ – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
პირველი ივლისიდან წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები
მიმდინარე წლის 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და დიუშენის
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა
2026 წლის 11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში