

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით ინჟინერ-გეოდეზისტი კახა კიკნაძე სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს:
„კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდით მინდა გამოვეხმაურო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში არსებულ სიტუაციას.
როგორც მოსალოდნელი იყო და ასეც ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში, ნელ-ნელა სიტუაცია წავიდა იქით, რომ აღარავინ აპირებს ამ თემებზე თავის შეწუხებას და ხმაურს (გარდა იმ გამწარებული ხალხისა).
სწორედ ამ ადამიანებს მინდა მივმართო:
ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება დაძრული მიწის მასების გადაადგილება მდინარე ყარნებას მიმართულებით.
ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს არ შეგიძლიათ არ ახვიდეთ და არ ნახოთ, თუნდაც მიწასთან გასწორებული თქვენი ეზო და სახლი.
მეც მიმძიმს რასაც ვწერ, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, – ნებისმიერი მიწის მასის გადაადგილების დროს, ინტერესის ან გადაღების გამო, არ გაჩერდეთ ტერიტორიაზე. არაა გამორიცხული მთლიანად დაიძრას ტერიტორია. ასევე, ძალიან საშიშია მდინარის დაგუბების მომატება.
თუ ვინმე შეამჩნევთ მიწის მასის ჩაშლის ან დაგუბების მომატების პროცესს, აუცილებლად დაწერეთ ან დაურეკეთ შესაბამის სამსახურებს, რადგან მდინარის დაგუბება, რომელიც აუცილებლად მოიმატებს, დიდ საფრთხეს უქმნის მთლიანად ხეობას.
სიმართლე დადგინდება.
არ შეგაშინოთ არავინ.
ბევრი ისეთი შეცდომა დაუშვეს თქვენს მოსატყუებლად, თვითონაც არ იციან ჯერ.
თავს გაუფრთხილდით!
იბრძოლეთ ბოლომდე“! – წერს სოციალურ ქსელში კახა კიკნაძე.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები 2025 წლის მაისიდან გააქტიურდა. გეოლოგების დასკვნის მიხედვით, „ღვერკი-ხემაღალის მეწყერი ფასდება როგორც აქტიური, რომლის ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს არც მოსახლეობისთვის და არც მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის – რკინიგზისა და საავტომობილო გზისთვის“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით ინჟინერ-გეოდეზისტი კახა კიკნაძე სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს: „კიდევ ერთხელ ბოდიშის […]
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი