

დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი – „მუზები“ გაიმართა.
მუზეუმის იმ დარბაზში, სადაც ღონისძიება ჩატარდა, წარმოდგენილი იყო მუზეუმის ფონდში დაცული, ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული ქალთა პორტრეტები, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.
ძველი ბერძნული მითოლოგიის ცხრა მუზის – ზევსისა და მნემოსინეს ქალიშვილების შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მაგდა მიქაბერიძემ გაგვაცნო. მოსწავლეებმა – თამაზ ხაჩიძემ, საბა ლიპარტიამ და ბესო მაჭავარიანმა ცნობილი მხატვრების ბიოგრაფიები წარმოადგინეს და მათი შედევრების შთაგონების მთავარი ქალების შესახებ გვიამბეს.

მხატვრების – გუსტავ კლიმტის, მოდილიანის, სალვადორ დალის, იან ვერმეერის, პიკასოს, ფიროსმანის, სანდრო ბოტიჩელის მიერ შექმნილი პორტრეტები „გააცოცხლეს“ ელენე კიკნაძემ, მართა დავაძემ, ნინო ჩიკვაიძემ, თეკლა ყრუაშვილმა, ნატა სულაქველიძემ, თეკლა გაჩეჩილაძემ, თამარ ლიპარტიამ.
„მუზეუმის ღონისძიებები ყოველთვის გამორჩეულია სიახლეებით – დღევანდელი „მუზების პერფორმანსი“ ერთ-ერთია მათ შორის, – აღნიშნა ღონისძიების შემდეგ ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, – ცნობილი მხატვრების შესახებ შევიტყვეთ ბევრი უცნობი და საინტერესო ფაქტი, რაც ვფიქრობ, ღონისძიების მონაწილეებსა და მაყურებლებს ყოველთვის გვემახსოვრება.
ამ ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის ხელმძღვანელს ნინო დიდიძეს და მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მუზეუმი მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლებთან და ახალგაზრდებთან“.

ექვსი თვის წინ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელს ხევის საექიმო ამბულატორიაში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფასო სასადილოს პროგრამას 2009 წლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წელს
საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში