

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა რუტინული აცრებისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
პირველი შეხვედრა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში ხევის, ხუნევის, ბორითის, ნადაბურისა და ვერტყვიჭალის სკოლებისა და საექიმო ამბულატორიების სამედიცინო პერსონალთან გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, რომელშიც ჩაერთვნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე გეგმიური აცრების მაჩვენებლები განიხილეს. აღინიშნა, რომ ბავშვთა რუტინული ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლის დონე დამაკმაყოფილებელია.
საუბარი ასევე შეეხო სეზონური გრიპის ვაქცინის შემოტანისა და მოსახლეობის, როგორც რისკ ჯგუფების, ისე სხვა სეგმენტის, სურვილის მიხედვით ვაქცინაციას.
ვაქცინაცია, როგორც გასულ წლებში, წელსაც უფასოა!
ამ ინფორმაციას ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
ამავე თემაზე
სამედიცინო აქციები ხარაგაულში ერთადერთი გზაა სპეციალისტების დეფიციტის შესავსებად – გოჩა გიორგიძე
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.