

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. ამასთან დაკავშირებით, ამ კვლევით ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე, რომ ISSA ატარებდა საზოგადოებრივი აზრის ახალ გამოკითხვას საქართველოს მოსახლეობაში, 2000 რესპონდენტზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი).
საველე სამუშაოები დასრულდა ორი დღის წინ, 30 ივნისს.
პრეზენტაციამდე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ გამოკითხვის ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ“ შედეგს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.
საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი (45.5%), ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ.
თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში შედიან თბილისელებიც, არათბილისელებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ოპოზიციური და ქ/ოცნების ამომრჩევლებიც და ა.შ.
ამდენად, ჭრილებია საინტერესო.

დართულ დიაგრამაზე თავად ნახავთ დეტალურ მონაცემებს. თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში: ა) წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის იდეა (43.3%), ბ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ემხრობა 26.2%, ხოლო გ) ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას მხარს უჭერს 20.5%.
აქვე, საინტერესოა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს ქ/ოცნების ამომრჩევლები (70.4%).
ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის
ხარაგაულში საბავშვო თეატრი იქმნება. ამ თეატრის შექმნა ახალგაზრდული ფესტივალის
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწვევს ყველა მსურველს ევროკავშირისა და საქართველოს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის რამდენიმე წევრი
ხარაგაულში ტრადიციული ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული 2026“