
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროგრამის ფარგლებში 2024 წელს შერჩეული პროექტები 2025 წელს განხორციელდება.
ამ პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი 3 თებერვალს 8 800 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილე შპს „სტუდია არქმა“ 4 370 ლარი დააფიქსირა. ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
„სამოქალაქო ბიუჯეტირება 2024“-ის გამარჯვებული პროექტებია – საღანძილეში საბავშვო სკვერის მოწყობა, ბორითში ახალგაზრდული სკვერის მოწყობა, ვახანში საჭიდაო მოედნის გადახურვა, ვარძიაში გარე განათების ქსელის მოწყობა, ღორეშაში საბავშვო სკვერის მოწყობა, სარგვეშში წყაროს რეაბილიტაცია, ზვარეში სპორტული მოედნის მოწყობა.
თითოეული პროექტის განსახორციელებლად, მაქსიმუმ, 30 ათასი ლარია განსაზღვრული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, „სამოქალაქო ბიუჯეტირება 2025“-სთვის კონკურსი, სავარაუდოდ, აპრილში გამოცხადდება. წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 210 000 ლარია. განსაზღვრულია 7 პროექტის შერჩევა.
„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ ხარაგაულში 2022 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა.
2022 და 2023 წლებში ამ პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთი პროექტი განხორციელდა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე, ხარაგაულის
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას
დღეს, 26 მარტს, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის
2025 წლის 26 მარტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)