

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, დაკარგული ტარიელ ხეცაძე და გრიგოლ ბერაძე რამდენიმე წუთის წინ ოპოვეს.
ეს ინფორმაცია ხიდარში მერის წარმომადგენელმა, გიგი დოლიკაშვილმა მოგვაწოდა. გიგი დოლიკაშვილი ამბობს, რომ ორივე პირს თავად შეხვდა და ისინი თავს კარგად გრძნობენ. მათ საკვები მიუტანეს.
მერის წარმომადგენლის თქმით, მესამე პირის, მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა სოფელ ვარძიის მხრიდან დრონის საშუალებით გრძელდება.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი რამდენიმე დღეა საკრაულას ხეობაში წასულ მწყემსებს ეძებდა.
სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით ხორციელდება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.