

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, დაკარგული ტარიელ ხეცაძისა და გრიგოლ ბერაძის გადაადგილების კვალს დრონის საშუალებით მიაგნეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ხიდარში მერის წარმომადგენლის, გიგი დოლიკაშვილისგან მოვიპოვეთ. მისი თქმით, დაკარგული პიროვნებები ჯერ არ უნახავთ, თუმცა, მიაგნეს მათი გადაადგილების კვალს.
„მწყემსების ორივე ბინასთან ვიყავით მოსული, – ამბობს გიგი დოლიკაშვილი, – პირუტყვი გამოუშვიათ სადგომიდან და მწყემსების ბინებიც გადაუთოვლიათ. სამძებრო სამუშაოებს დრონით ვაგრძელებთ. ამჟამად მიმდინარეობს მესამე პირის, მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა“.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი რამდენიმე დღეა საკრაულას ხეობაში წასულ მწყემსებს ეძებდა.
სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით ხორციელდება.
დღეს, 15 ივნისს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია.
ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, საქართველოს
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.