
პარლამენტთან მიმდინარე მედიის წარმომადგენლების აქციაზე ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლის სახელზე დაწერილი წერილი წაიკითხეს, რომელსაც მზია ამაღლობელს საპატიმროში გაუგზავნიან. კოლეგები და მეგობრები მას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ:
„მზია, ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს.
მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა.
შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს.
ყველანი შენს გვერდით ვართ. შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალმოცემულები. გთხოვ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით,
შენი მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები“
ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს – ის მე-11 დღეა შიმშილობს.
ამავე თემაზე
სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების
2025 წლის პირველი თებერვლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
8 თებერვალს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე
15 თებერვალს ბათუმში ორი არასრულწლოვანის ტრაგიკულად დაღუპვას