

ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ რეჟისორ ირინე ჩხეიძის დადგმული სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ კაუნასის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „მასკარადი“ წარსდგება.
ეს ფესტივალი წელს მეცამეტედ ტარდება და მასში ლიეტუვას, შვეციისა და ესტონეთის თეატრალური დასები მონაწილეობენ.
ფესტივალი „მასკარადი“ 23 ნოემბერს ჩატარდება. ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ (ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი) წლებია ამ ფესტივალის მონაწილეა. 2023 წელს „ათინათის“ სპექტაკლმა „სამანიშვილის დედინაცვალი“ ფესტივალის „ჟიურის სიმპათიიისა“ და „მაყურებლის რჩეული სპექტაკლის“ პრიზი დაიმსახურა.
ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ მოხარულია ლიეტუვას თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობით და შეეცდება, რომ კაუნასის თეატრთან ხარაგაულის სახალხო თეატრი დაამეგობროს.
წარმატებებს ვუსურვებთ „ათინათს“ და რეჟისორ ირინე ჩხეიძეს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ირინე ჩხეიძე და ნიდერლანდების თეატრი „ათინათი“ ლიეტუავაში თეატრალურ ფესტივალზეა მიწვეული
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.