

5 და 6 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალს „სულიკო 2024“ და „ზესტაფონქალაქობის“ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს უმასპინძლებს.
ლირიული სიმღერის ფესტივალში იმერეთის რეგიონში მოქმედი მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობენ.
5 ოქტომბერს სოფელ ცხრაწყაროში, მაყურებლისა და ჟიურის წინაშე ანსამბლი „ხარაგაული“ (ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი) წარსდგება. ანსამბლი ორ სიმღერას შეასრულებს – რუსუდან სებისკვერაძის „იმერეთი“ და მარიკა კვალიაშვილის „შენ თუ მოხვედი“.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „სულიკო 2023“-ზე საუკეთესო ვოკალური ჯგუფის პრიზით „ხარაგაულის კვარტეტი“ დაჯილდოვდა.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის ანსამბლს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.