

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ ტურიზმის სექტორი გამოეყო და „კულტურის და ხელოვნების ცენტრს“ შეუერთდა.
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს“ „სპორტის ცენტრი“ ეწოდა, „კულტურის და ხელოვნების ცენტრს“ – „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“.
ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ხელფასებისა და ამ მიმართულებისთვის განკუთვნილი ფინანსური სახსრები ააიპ „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრს“ გადაეცა.
სად დაიდებენ ბინას ტურიზმის ცენტრში დასაქმებული პირები და ხომ არ იგეგმება რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირა, – ამ შეკითხვებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
„რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – შესაძლოა, „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ თავის ძველ ადგილზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ რომ ფართია, იქ დავაბრუნოთ. ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები კი სადაც ახლა „დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანებაა“ განთავსებული, იმ შენობაში შევიყვანოთ. თუმცა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.
ამ რეორგანიზაციით საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის – ვინც მუშაობს, ყველა თანამშრომელი საქმიანობას ავტომატურად გააგრძელებს. შემდეგ რა მოხდება, ვერ მოგახსენებთ, – თავად გაერთიანების ხელმძღვანელი რას გადაწყვეტს“.
ამავე თემაზე
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.