

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი საზაფხულო დღის ბანაკში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
ბანაკი 2 ივლისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ბანაკის მონაწილეები ჩაერთვებიან გასართობ და შემეცნებით აქტივობებში.
ბანაკში მიიღებიან 12 წლიდან 16 წლის ჩათვლით მოსწავლეები.
წინასწარი ჩაწერა აუცილებელია. დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ტელეფონით შემდეგ ნომრებზე – 577 60 75 56 მარიკა, 577 14 14 00 ქეთინო.
დღის ბანაკში მოსწავლეთა რეგისტრაცია 28 ივნისს 17:00 საათზე დასრულდება. იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.
დღის საზაფხულო ბანაკი ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში პირველად 2019 წელს მოეწყო.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.