

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურები „მხიარული სტარტებით“ დასრულდა.
იმერეთის რეგიონულ ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული ხევის საჯარო სკოლის გუნდი (მასწავლებელი სოსო ხაჩიძე) ჩაერთო. ხეველმა მოსწავლეებმა დაძაბულ თამაშში მეორე ადგილი დაიკავეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი სპორტის საკითხებში უჩა ცხადაძე ხევის გუნდის თამაშით კმაყოფილია და ამბობს, რომ თითოეულმა მოსწავლემ საუკეთესოდ იასპარეზა.
წელს სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კალათბურთელ ვაჟთა გუნდი მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციიდან მოპოვებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშების გამარჯვებულები საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ. პირველი შეჯიბრება გეზრბენში 12 მაისს ქუთაისში გაიმართება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2014 წლიდან ტარდება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.