

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის სკოლაში სწავლა შეჩერებულია.
სკოლის დირექტორისგან მოპოვებული ინფორმაციით, თოვლის გამო ტრანსპორტი ვერ მოძრაობს. ამის გამო წყალაფორეთიდან თეთრაწყაროში მოსწავლეების გადმოყვანა ვერ მოხერხდა.
„მოსწავლეები მშობლებმა 15 კმ მანძილზე, ამ თოვაში, სკოლაში ვერ გამოუშვეს. შიშობენ, რომ გზაში ტრანსპორტირებისას ბავშვები არ გაცივდნენ. ყველა ინფორმირებულია, მძღოლები გავაფრთხილე და ხვალისთვის ემზადებიან, იქნებ ადგილობრივი ძალებით წყალაფორეთის უბნებში მისასვლელი გზები გაიწმინდოს, კიცხის ზონის გზებიც გაიწმინდება და იმედია, ხვალ შევძლებთ სწავლის გაგრძელებას“, – ამბობს წყალაფორეთის სკოლის დირექტორი ნათია დვალი.
შეგახსენებთ, რომ წყალაფორეთის სკოლის ავარიული შენობა, მეორე წელია, დანგრეულია და მოსწავლეები სწავლას წყალაფორეთიდან 15 კმ მანძილით დაშორებულ თეთრაწყაროს კორპუსში აგრძელებენ.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა