

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა კინოთეატრის მიმდებარედ მდინარე ჩხერიმელას ნაპირის დამცავი კედლის მოწყობასა და კინოთეატრის დაზიანებული კედლის აღდგენას 664 418 ლარად გეგმავს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა ტენდერი 4 ოქტომბერს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 20-დან 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დაასრულოს.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „არქსტუდიო ვ“-მ 16 500 ლარად მოამზადა.
ჩხერიმელას ნაპირის დამცავი კედელი და კინოთეატრის შენობა 28 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაზიანდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.