

ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ტრადიციული კონკურსი „ოდეონი“ წელს მეთოთხმეტედ ტარდება.
კონკურსის მონაწილეები, 9 სექტემბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში, ტაძრის მიმდებარედ, ბახვა სამხარაძის ეზოში შეიკრიბებიან.
„ოდეონში“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებს. მონაწილეთა მინიმალური ასაკი 16 წელია, ზედა ასაკი შეუზღუდავია.
„ოდეონში“ მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს იზა ვეფხვაძეს, 7 სექტემბრის ჩათვლით, ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 557 19 23 32;
ასევე შეგიძლით მიწეროთ იზა ვეფხვაძეს პირად ფეისბუქ გვერდზე ან ლიტერატურული თეატრის ფეისბუქ გვერდზე.
„ოდეონის“ დამფუძნებელი იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ მომენტისთვის 12-მა პიროვნებამ გამოთქვა. ის იმედოვნებს, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.
კონკურსანტები 9 სექტემბერს დილის 09:00 საათზე ხარაგაულის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბებიან და სოფელ სამებაში გაემგზავრებიან.
საკონკურსო თემა კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება. ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა კონკურსანტებმა 11:30 სააათზე უნდა დაიწყონ და 18:00 საათზე დაასრულონ.
ლიტერატურულ ნამუშევრებს ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრთა ვინაობა 7 სექტემბერს გასაჯაროვდება.
პირველი სამი ადგილის მფლობელები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
კონკურსზე – „ოდეონი 2022“ შექმნილი ნამუშევრების კრებული გამოიცა
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.