

ჩხერიმელმას ხეობის სოფლებში 29 ივნისს უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობას კერძო საკუთრება – საყოფაცხოვრებო შენობები და სახნავ-სათესი სავარგულები დაუზიანა; წიფის, მოლითის, ვახანისა და ლეღვნის თემის სოფლებში საავტომობილო გზები მწყობრიდან გამოვიდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ სოფლებში გზების მოწესრიგებას – წყალმოვარდნისგან გზებზე ჩამოშვავებული მასის გატანას ორი-სამი კვირა მაინც დასჭირდება.
„გარდა ამისა, მობეტონებულ გზებს ვახანსა და მარელისში წყალმა მიწა გამოაცალა, – ამბობს მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – სანამ ცენტრალური ბიუჯეტიდან მათ მოსაბეტონებლად თანხას მივიღებთ, ვგეგმავთ, რომ მანამდე გზა გრუნტოვანი ფორმით აღვადგინოთ.
პარალელურად, იმ ოჯახებს, რომელთაც საყოფაცხოვრებო შენობები და სახნავ-სათესი სავარგულები გაუნადგურდათ, მუნიციპალური სოციალური პროგრამებიდან, მერის წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, ფინანსურად დავეხმარებით“.
ფოტოზე: წყალმოვარდნით დაზიანებული ვახანის საბავშვო ბაღის ეზო
ამავე თემაზე
უხვმა ნალექმა ჩხერიმელას ხეობის სოფლების ინფრასტრუქტურა დააზიანა
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.