

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი დღის ბანაკში 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს მიიღებს.
ეს ბანაკი 10 ივლისიდან 14 ივლისამდე იმოქმედებს.
მოსწავლეთა სახლის დირექტორის მოადგილე მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ დღის ბანაკში 40 ბავშვს მიიღებენ. სამ გუნდად დაყოფილ მოსწავლეებს ლიდერები ეყოლებათ. ბანაკს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე მარიამ თაბუკაშვილი უხელმძღვანელებს.
ლიდერები ჯგუფების წევრებთან ერთად, ძირითადად, შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებს დაგეგმავენ. ბანაკში გათვალისწინებულია საუზმე და სადილი.
რეგისტრაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე – 577 60 75 56 (მარიკა), 577 14 14 00 (ქეთევანი).
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დღის ბანაკი პირველად 2019 წლის ზაფხულზე მოეწყო.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.