

რიკოთის საავტომობილო ავტობანზე, მარტში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ავტომანქანების გადაადგილების სპეცრეჟიმი მოქმედებს. ხევი-ზესტაფონის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტი 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე მოძრაობს, ხოლო სატვირთო მანქანები – ღამით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაისის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ ზაფხულის დადგომამდე სპეცრეჟიმი მოიხსნებოდა.
თუმცა, მათგან 14 ივნისს მოპოვებული ინფორმაციით, ჯერ ზუსტი დრო არ არის ცნობილი, თუ როდიდან აღდგება რიკოთის ავტობანის ხევი-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის სრულყოფილად გადაადგილება.
რიკოთის მშენებარე ავტობანზე, ავტომანქანებისთვის სპეცრეჟიმის დაწესება სოფელ ხევში 30 მარტს მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.