
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების – კიცხის იგორეთისა და ლაშის იგორეთის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპსმ – „გაზპროექტი 2009“ გაიმარჯვა.
ხელშეკრულების თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გარდა, ამ კომპანიამ გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინოთში, მწყერისციხეში, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯში უნდა განახორციელოს. სამუშაოებისთვის 149 541 ლარია გამოყოფილი.
ხელშეკრულება გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და შპს „გაზპროექტი 2009“-ს შორის 2023 წლის 16 მარტს გაფორმდა. სამუშაოები 120 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან მოწოდებული ინფორმაციით, წელს ამ სოფლების გაზიფიცირებაც იგეგმება.
ასევე დაგაინტერესებთ: ღარიხევის, წიფისა და ქროლის გაზიფიცირებისთვის განმეორებითი ტენდერი მიმდინარეობს
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ