

40 წლის წინ, 1983 წლის 19 აპრილს, ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა პირველ დამთვალიერებელს უმასპინძლა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს მუზეუმს ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მეექვსე კლასელები ხელოვნების პედაგოგ მარინე ვეფხვაძესთან ერთად ესტუმრენ.
მათ მუზეუმის თანამშრომლებს იუბილე მიულოცეს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს არქეოლოგიური ექსპონატების დარბაზი, მიიღეს ინფორმაცია მუზეუმის ამ დარბაზში დაცული თითოეული ნივთის შესახებ. შემდეგ კი, ექსპონატები თავად გამოძერწეს.
ხელოვნების მასწავლებელი მარინე ვეფხვაძე ამბობს, მოსწავლეები ხარაგაულის მუზეუმში პირველად იმყოფებოდნენ. ასეთი შემეცნებითი ღონისძიებებით ისინი მეტ ინფორმაციას იღებენ ისტორიული ფაქტებისა და ხელოვნების უნიკალური ნიმუშების შესახებ. ეს კი მათი გემოვნების დახვეწა-განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობაა.
2019 წელს ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა იუბილე ტიხრული მინანქრის ოსტატის, ერმილე მაღრაძესთან შეხვედრით აღნიშნა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.