

რიკოთის ავტომაგისტრალის ჩაკეტვის გამო ძირულას ხეობის სოფლების სკოლებში – ხევში, ხუნევში, ვერტყვიჭალასა და ბორითში მასწავლებლები გაკვეთილებს ვერ ატარებენ. ამ სკოლებში ოცამდე მასწავლებელი, ყოველდღიურად, ხაშურიდან და ზესტაფონიდან დადის.
„გაკვეთილების ცხრილში სკოლების დირექციებმა ცვლილებები შეიტანეს. მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილებს ავტობანის ჩაკეტვის გამო ვერ ატარებენ, გაცდენილ საათებს სკოლაში დაბრუნების შემდეგ აანაზღაურებენ, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, –
რამდენიმე მასწავლებელი ძირულას ხეობის სოფლების სკოლებში ზესტაფონიდან საკუთარი ავტომობილებით მოდიან. სერიოზული პრობლემა ხაშურში მცხოვრებ მასწავლებლებს აქვთ.
რიკოთის გზა დიდი ხნის განმავლობაში თუ არ გაიხსნა, მერე სხვა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ სასწავლო პროცესი არ ჩაიშალოს“.
ამ სკოლების სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე (ონლაინ სწავლების დამატება) გადასვლა შეუძლებელია, რადგან ხუნევსა და გედსამანიაში, მოსწავლეებს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ.
30 მარტის შემდეგ რიკოთის საავტომობილო გზა ჩაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ აკონკრეტებენ, რიკოთის ავტობანი როდის გაიხსნება.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.