

27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით „მაცეკვე ტანგო“ აღნიშნავს. ეს სპექტაკლი, ხარაგაულის სახალხო თეატრის დასის გადაწყვეტილებით, სპეციალურად უფროსკლასელებისთვის გაიმართება.
ამავე დღეს კინოთეატრის ფოიეში სხვადასხვა წლებში ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლების აფიშების, ჯილდოებისა და სპექტაკლების ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყობა.
„მოუთმენლად ველოდებით მაყურებლებს, – ამბობს თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – კინოთეატრის დარბაზში ადგილების უმეტესობა სკოლებმა უკვე დაჯავშნეს. გვინდა, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები ჩვენი 123 წლის ისტორიის მქონე თეატრის შემოქმედებას ეზიარონ“.
სპექტაკლი 27 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ეს სპექტაკლი რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნინო მირზიაშვილის სცენარის მიხედვით დადგა. ხარაგაულის სახალხო თეატრმა, ამ სპექტაკლით, საერთაშორისო ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი – 2022“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.