

ხარაგაულიდან სოფელ ზვარემდე ტრანსპორტის თანადაფინანსებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
მგზავრთა მომსახურებას 6 240 ლარად ი/მ „დავით ხარაძე“ აპირებს. სატენდერო კომისიამ ის გამარჯვებულად გამოაცხადა. ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული მგზავრებს კვირაში სამი დღე, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, უნდა მოემსახუროს.
ხარაგაულიდან ზვარის მიმართულებით ტრანსპორტი დილით 08:00 საათზე უნდა გავიდეს, ხოლო ზვარიდან მიკროატობუსი უკან 14:00 საათზე დაბრუნდება. მგზავრთა მომსახურება 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.