

მილითის ტყეში, სოფელ ბეჟათუბნის თავზე, ცეცხლი კვლავ მძვინვარებს.
„ამჟამად ცეცხლი ბეჟათუბნის სოფლის თავზე გოლათუბნის მხარესაა გავრცელებული, – ამბობს მოლითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ტალახაძე, – მთის ფერდობის თავზე ვიმყოფებით და ცეცხლის კერებს ვებრძვით. სახანძრო ბრიგადა კი ცეცხლის ჩაქრობას ქვემოდან ცდილობს.
ძალიან ძლიერი ქარია, რაც ცეცხლის გაძლიერებას უწყობს ხელს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბრიგადა სოფლის დასაწყისში დგას და სიტუაციას აკონტროლებს. მოხალისეები ბარებითა და თოხებით ცეცხლის კერებს მიწას ვაყრით.
სტიქიას ხარაგაულისა და ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ებრძვიან. გუშინ ღამით ბაღდათის სამაშველო სამსახურიც გვეხმარებოდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩინური სამშენებლო კომპანიის ტრაქტორებიც ჩართულები არიან“, – ამბობს მერაბ ტალახაძე.
მოლითის ტყეში ხანძარი გუშინ, 24 აგვისტოს, საღამოს გაჩნდა.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.