
მოლითის ტყეში, სოფელ ბეჟათუბანთან, ცეცხლის ახალი კერები ისევ ჩნდება.
ეს ინფორმაცია მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ სპარტაკ ლაცაბიძისგან მოვიპოვეთ.
„გუშინ საღამოს ძლიერი ქარი იყო და როგორც მეხანძრეები ამბობენ, ცეცხლი ტყის სხვადასხვა კუთხეებშია მოდებული. ხალხის დახმარება გვჭირდება, სოფელი მობილიზებულია და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით მეხანძრეებს.
გუშინ შევძელით და სოფლის განაპირას ცეცხლი ჩავაქრეთ. თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, რამდენიმე ადამიანის სახლიდან გამოყვანა მოგვიწია.
ხანძარი რკინიგზის ზოლისა და რკინიგზის მშენებელი ჩინური კომპანიის ობიექტს შორისაა გაჩენილი. თუმცა, რისგან გაჩნდა ცეცხლი, არ ვიცით. ამჟამად ცეცხლი მოსახლეობიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრშია, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრება.
რკინიგზის მშენებელი კომპანია ტრაქტორით გვეხმარება. ვცდილობთ, ტყეში ახალი გზა გავჭრათ, რომ მეხანძრეებმა შეძლონ ცეცხლის კერებთან მიახლოება. რა ფართობზეა ხანძარი, ზუსტად ვერ ვიტყვი. ცეცხლის კერები სხვადასხვა ადგილებში ჩნდება. ველოდებით ცოცხალ ძალას, რომ მეხანძრე-მაშველებს დავეხმაროთ“.
მოლითის ტყეში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.
ხარაგაულში დამეწყრილი სოფლებიდან – ღვერკიდან
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა
პირადობის ელექტრონული მოწმობის შეღავათიან ფასად
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,