

ხარაგაულში „ქუჩის კალათბურთის“ პირველი ეტაპი – 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის „ფარცხნალის“ გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირის ამ ეტაპს ხარაგაულის სპორტსკოლის კალათბურთის მწვრთნელის, გოჩა ბუაჩიძის სახელი მიენიჭა. ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს „ახალი სკოლისა“ და „ფარცხნალის“ გუნდები შეხვდნენ. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი გუჯეჯიანი გახდა.
ქუჩის კალათბურთის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მწვრთნელი ბექა ბანცაძე ამბობს, რომ ინიციატორ არენაზე გამართული პირველი ჩემპიონატი სანახაობრივი და ემოციური გამოვიდა. ის მადლობას უხდის ამ ტურნირში მონაწილე ახალგაზრდებს.
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის მიერ დაფუძნებული ქუჩის კალათბურთის მეორე ეტაპი უფროსი ასაკის კალათბურთელთა შორის დღეს, 12 აგვისტოს, 18:30 საათიდან დაიწყება და ხუთ დღეს გასტანს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.