

სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ხარაგაულისმუნიციპალიტეტმა წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი მიიღო. ეს თანხა ხუნევის, გედსამანიისა და ხევის სკოლებზე განაწილდა.
ხუნევისა და გედსამანიის სკოლების შენობები გადაიხურება, ხევის სკოლაში შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯრები და იატაკი ქიმიის კაბინეტში. ამავე სკოლაში მოეწყობა დრენაჟი.
სამივე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ი/მ „კოკა კეკელიძე“ აწარმოებს. ხუნევის სკოლის სახურავის შესაცვლელად 41 954 ლარია განსაზღვრული, გედსამანიის სკოლის შენობის გადასახურად – 30 858 ლარი, ხევის სკოლისთვის – 41 981 ლარი.
ხუნევი-გედსამანიის სკოლის დირექტორი ვეფხვია ლომიძე ამბობს, რომ გედსამანიის სკოლის სახურავი უკვე შეიცვალა. ხუნევის სკოლის შენობის გადახურვას კი უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
ხევის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას მშენებელი კომპანია აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გეგმავს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ წელს სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არასაკმარისია და აღდგენითი სამუშაოები სხვა სკოლებსაც სჭირდებათ. მისივე თქმით, დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად მუნიციპალიტეტის მერიასთან და განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოსთან თანამშრომლობენ. თუმცა, წელს ამ მიმართულებით თანხების გამოყოფის იმედი ნაკლებად აქვს.
ფოტოზე: ხუნევის სკოლა
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ