

ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 1 471 500 ლარზე გამოაცხადა.
დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ წინადადებების მიღება 20 მაისს დამთავრდა. ამჟამად ხარაგაულის მერიის სატენდერო კომისიის მიერ ტენდერში მონაწილეთა შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შპს „არბა“ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას 1 460 942 ლარად აპირებს.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი 2003 წლიდან ელგუჯა სებისკვერაძის სახელს ატარებს. ელგუჯა სებისკვერაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პარკის აღდგენასა და ათეული წლების განმავლობაში – მის მოვლა-პატრონობაში.
ამ პარკის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა ხარაგაულის კინოთეატრში 6 აპრილს გაიმართა.
ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში ხარაგაულში სამი პროექტი დაფინანსდა – ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხარაგაულში „დევების სკვერისა“ და სოფელ მიროწმინდაში გზის რეაბილიტაცია.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის კულტურის პარკი – წალკოტი მხოლოდ ხარაგაულელთა მოგონებებში (ვიდეო)
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.