

ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლზე „მაცეკვე ტანგო“ მუშაობს.
თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ მწერალ ნინო მირზიაშვილის კომედიური ჟანრის პიესა სპეციალურად შეარჩია, ამ დაძაბულ დროში მაყურებელი ცოტათი რომ მაინც გაამხიარულოს. პიესაში ორი ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი. სპექტაკლში ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, ვასილ კიკნაძე, ბათუ კიკნაძე, ნიკო მაჭავარიანი და გიორგი მაქაძე მონაწილეობენ.
ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაულის სახალხო თეატრი ამ სპექტაკლით ივნისის ბოლოს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება. მანამდე კი „მაცეკვე ტანგოს“ პრემიერა ხარაგაულში შედგება.
ფოტოზე: „მაცეკვე ტანგოს“ რეპეტიციაზე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.