

„ჯერჯერობით უცნობია, ეს ვირუსი რა სიურპრიზს გვიმზადებს, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, – ამიტომ ყველა ვარიანტისთვის მზად უნდა ვიყოთ.
კორონავირუსმა თუ ბიოლოგიური ევოლუციის კანონს არ გადაუხვია, მაშინ წელს პანდემია დასრულებულად გამოცხადდება. თუმცა, ვირუსი არ გაქრება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო), კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით, სამ „სცენარს“ განიხილავს:
1) რეალური – რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. ვირუსი სუსტდება და პერიოდულად ბუსტერიზაცია დაგვჭირდება;
2) ოპტიმისტური – შესაძლოა, ვირუსი იმდენად დასუსტდეს, რომ სეზონურ გრიპად გადაიქცეს;
3) ნეგატიური – შესაძლოა, წარმოიშვას ახალი, უფრო აგრესიული შტამი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ახალი ვაქცინებითა და პრეპარატებით.
გასულ კვირაში, 7 აპრილს, საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ეს პირველი შემთხვევაა 2020 წლის 20 სექტემბრის შემდეგ. ბოლო ორ წელიწადში ამ ვირუსმა ჩვენს ქვეყანაში 16 779 სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამავე თემაზე:
ყველა სოფელი უნდა შემომევლო და მეთქვა, რომ ხსნა ვაქცინაციაზე გადის – ამირან გამყრელიძე
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.