

ხუნევის საჯარო სკოლაში რამდენიმე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის გამო ამ სკოლაში – როგორც ხუნევის, ასევე გედსამანიის კორპუსებში, – სწავლა, კვირის ბოლომდე, დისტანციურად გაგრძელდება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, ხუნევსა და გედსამანიაში სწავლა საკლასო ოთახებში 21 თებერვალს გაგრძელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად დისტანციურ სწავლებაზე ხუთი სკოლა იმყოფება და სამ საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღება, ეპიდვითარების გათვალისწინებით, შეჩერებულია.
15 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გეგმიური PSR ტესტირების შედეგად, ხარაგაულისა და ბორითის კოვოდკლინიკების ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ