

დღეს, 14 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ხუთ სკოლაში (ხარაგაულის გიმნაზია, ხარაგაულის #2 და #3, ვახანისა და ხიდრის საჯარო სკოლებში) სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა.
„ეპიდვითარების გათვალისწინებითა და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ამ სკოლებში დისტანციური სწავლება 18 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება“, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე.
დღეს, გასულ კვირასთან შედარებით, აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელმა მოიმატა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში. მშობლებმა შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა გადაწყვიტეს.
ამჟამად მხოლოდ სამ საბავშვო ბაღში (ხუნევის, ხარაგაულის #1 და #2) არის შეჩერებული აღსაზრდელთა მიღება, ერთი კვირით, თანამშრომლებში კორონავირუსის დაფიქსირების გამო.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ შემდგომ დღეებში საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებლის მომატებას ელიან.
ფოტოზე – ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღი
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის