

„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე რკინიგზელებისთვის განკუთვნილი ვაგონით უკვე მოქალაქეებიც მგზავრობენ.
ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, მგზავრები და რკინიგზაში დასაქმებულები ერთი ვაგონით გადაადგილდებიან. მგზავრობის ღირებულებას, 50 თეთრს, მოქალაქეები ვაგონის გამცილებლებს ხელზეც უხდიან და ბილეთებს რკინიგზის სადგურებშიც იძენენ მოლარესთან.
პარასკევიდან, 4 თებერვლიდან, კი ამ ვაგონებში ბილეთის შესაძენად სალაროს აპარატის დამონტაჟება იგეგმება.
ამ მატარებლის მიმოსვლის განრიგი ასეთია:
მგზავრების რკინიგზელთა ვაგონში დაშვების შესახებ გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზამ“ გასული კვირის ბოლოს მიიღო.
ხაშური-ზესტაფონი მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ჩვეული გრაფიკით მოძრაობს, – ხაშურიდან დილის 07:05 საათზე გამოდის, ხოლო ზესტაფონიდან ხაშურში 17:45 საათზე ბრუნდება.
მევლუდ სალაღაიას ფოტო
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.